გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს

მარიამ ქადარია16 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატში კრიპტობაზრის რეგულირების შესახებ CLARITY Act-მა განხილვის გასაგრძელებლად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვა. კანონპროექტს 50 სენატორმა დაუჭირა მხარი, 49-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

CLARITY Act ციფრული აქტივების ბაზრისთვის ერთიანი წესების შემოღებას ითვალისწინებს და განსაზღვრავს, როგორ გადანაწილდება ამ სფეროს ზედამხედველობა ამერიკულ მარეგულირებლებს შორის. კენჭისყრამდე რესპუბლიკელებმა კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს, რათა ბანკებისა და დემოკრატების ნაწილის შენიშვნები გაეთვალისწინებინათ.

ერთ-ერთი სადავო საკითხი საჯარო თანამდებობის პირების კრიპტოაქტივებს ეხება. განახლებული ვერსიის მიხედვით, მათ მნიშვნელოვანი წილების გაყიდვა ან აქტივების დამოუკიდებელი მმართველისთვის გადაცემა მოუწევდათ. დემოკრატების ნაწილისთვის ეს შეზღუდვები საკმარისი არ აღმოჩნდა.

კანონპროექტს საბანკო სექტორშიც ეწინააღმდეგებიან. ბანკები შიშობენ, რომ სტეიბლკოინებზე მომხმარებლებისთვის შეთავაზებულმა შემოსავალმა შესაძლოა საბანკო დეპოზიტებიდან თანხის გადინება გამოიწვიოს და ბანკების მიერ სესხების გაცემაზეც იმოქმედოს. კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები კი კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერენ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე