აშშ-მ აზიაში $17-მილიარდიანი ბიზნესგარიგებები წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკული კომპანიების მონაწილეობით 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებები წარადგინა. ისინი ავიაციას, თავდაცვას, ენერგეტიკასა და მონაცემთა ცენტრებს მოიცავს.
ყველაზე დიდი გარიგება Philippine Airlines-ს ეხება. ავიაკომპანია Boeing-ის 20 ერთეულ 787-ს შეიძენს, თვითმფრინავებისა და GE Aerospace-ის ძრავების საერთო ღირებულება კი დაახლოებით 12 მილიარდი დოლარია.
აშშ ფილიპინებს ამერიკული თავდაცვითი ტექნიკის შესაძენად 2 მილიარდ დოლარზე მეტ დაფინანსებასაც შესთავაზებს. ტაილანდი HIMARS-ის სარაკეტო სისტემების შეძენაზე 123 მილიონ დოლარამდე დახარჯავს.
ინდონეზიაში ამერიკული ტექნოლოგიით 2-მილიარდიანი ენერგეტიკული პროექტი განიხილება. ბრუნეიში კი მონაცემთა ცენტრისთვის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ამერიკული აღჭურვილობის შეძენა იგეგმება. შეთანხმებები მალაიზიაში ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროექტებსაც მოიცავს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





