ბრიტანეთმა Apple-ს დაშიფრულ მონაცემებზე წვდომა მოსთხოვა

ბრიტანეთის სასამართლომ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავრობამ Apple-ს მომხმარებლების დაშიფრულ მონაცემებზე წვდომა მოსთხოვა. აქამდე ხელისუფლება თავად ასეთი მოთხოვნის არსებობასაც არ ადასტურებდა.
მთავრობამ Apple-ს ტექნიკური შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც კომპანიას დაშიფვრის გვერდის ავლით მონაცემებზე წვდომის შენარჩუნებას ავალდებულებს. თავდაპირველი მოთხოვნა ამერიკელ და ბრიტანელ მომხმარებლებს ეხებოდა, თუმცა ლონდონმა იგი აშშ-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ გააუქმა. ივლისში გამოცემული მეორე მოთხოვნა მხოლოდ ბრიტანელ მომხმარებლებს მოიცავს.
Apple-მა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მიიჩნევს, რომ ასეთი მოთხოვნა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვას საფრთხეს უქმნის.
ამ ეტაპზე სასამართლოს მხოლოდ იმის გადაწყვეტა ევალებოდა, შეიძლებოდა თუ არა მოთხოვნის არსებობის საჯაროდ დადასტურება. თავად მოთხოვნის კანონიერებაზე ძირითადი განხილვა მომავალ წელს გაიმართება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





