L’Oréal Armani-ის 10%-იანი წილის შეძენას განიხილავს

L’Oréal მოდის სახლ Giorgio Armani-ის 10%-იანი წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიური მედიის ცნობით, კიდევ 5%-ის შეძენა EssilorLuxottica-ს სურს, LVMH კი მოლაპარაკებებს გამოეთიშა.
ჯორჯო არმანიმ ანდერძში მემკვიდრეებს კომპანიის დაახლოებით 15%-ის გაყიდვა დაავალა. მან სასურველ მყიდველებად L’Oréal, EssilorLuxottica და LVMH დაასახელა.
L’Oréal და EssilorLuxottica Armani-სთან უკვე წლებია თანამშრომლობენ. L’Oréal ბრენდის სუნამოებს აწარმოებს, EssilorLuxottica კი სათვალეებს, ამიტომ ორივე კომპანიისთვის წილის შეძენა არსებული პარტნიორობის გაგრძელებასაც უკავშირდება.
მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის. არმანის მემკვიდრეობის გეგმა მომავალში კომპანიის კიდევ 30%-დან 54.9%-მდე წილის გაყიდვას ან Giorgio Armani-ის ბირჟაზე გასვლასაც ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მემკვიდრეები ბირჟაზე გასვლის ვარიანტს უფრო მეტად ემხრობიან.
წყარო: Investing.com
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





