გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

მარიამ ქადარია2 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საფრანგეთის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციის შემოსავლიანობა 5%-ს მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტი წარადგინა. ბრიტანეთის 30-წლიანი ობლიგაციის მაჩვენებელმა კი 6%-ს გადააჭარბა და 1998 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.

ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდის გამო კომპანიებს, იპოთეკურ მსესხებლებსა და მთავრობებს სესხის აღება უფრო ძვირი უჯდებათ. ვითარებას ენერგიის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციაც ართულებს. ამასთან, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროექტებისა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის სულ უფრო მეტი თანხაა საჭირო.

აშშ-ის 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა მოგვიანებით 5.26%-მდე შემცირდა, თუმცა ანალიტიკოსები ბაზარზე ვარდნის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის ზრდას აფერხებს და ცენტრალურ ბანკებს განაკვეთების შემცირებას ურთულებს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე