გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

აშშ-ში ახალშობილებისთვის „ტრამპის ანგარიშები“ ამოქმედდება

მარიამ ქადარია3 ივლისი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში ახალშობილებისთვის „ტრამპის ანგარიშები“ ამოქმედდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომლის ფარგლებშიც ახალშობილებს სპეციალურ საინვესტიციო ანგარიშებს გაუხსნიან. პროგრამა აშშ-ის 250 წლისთავთან დაკავშირებით ამოქმედდება და ბავშვებისთვის თანხის დაგროვებასა და ინვესტირებას ითვალისწინებს.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალშობილებისთვის შექმნილ ე.წ. „ტრამპის ანგარიშებზე“ თანხის ან აქციების ჩარიცხვა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებსაც შეეძლებათ. პროგრამა ოფიციალურად შაბათს ამოქმედდება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო და საიმიგრაციო რეფორმების პაკეტში შედის.

პროგრამის მიხედვით, 2025 წლიდან 2028 წლამდე დაბადებული თითოეული ბავშვისთვის სახელმწიფო საწყის კაპიტალად 1000 აშშ დოლარს გამოყოფს. ანგარიშის გასახსნელად მშობელმა ან მეურვემ სპეციალური ფორმა, 4547, უნდა შეავსოს.

ანგარიშის მართვაზე პასუხისმგებელი მშობელი ან მეურვე იქნება. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უკვე გამოაქვეყნა ხუთი საინვესტიციო ფონდი, რომლებიც უოლ-სტრიტის წამყვან ინდექსებს ეფუძნება.

პროგრამაში ამ დროისთვის 6 მილიონზე მეტი ოჯახია დარეგისტრირებული. სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ 1.4 მილიონი ბავშვი მიიღებს, თუმცა სხვა მშობლებიც ხსნიან ასეთ ანგარიშებს, რადგან პროგრამა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.

ანგარიშზე დაგროვილი თანხა ბავშვის 18 წლამდე არ დაიბეგრება. სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით, ამ ანგარიშებზე თანხის გამოყენებას ნაკლები შეზღუდვა ექნება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს
საფონდო1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

BMW-მ ბიზნესის გაძლიერების ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს
საფონდო1 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო
AI ტექნოლოგია1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ OpenAI-ს, Anthropic-სა და ხელოვნური ინტელექტის სხვა კომპანიების გამოძიება დაიწყო. მარეგულირებელს სურს დაადგინოს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან მომხმარებლებს დამოუკიდებლად მოქმედმა AI აგენტებმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე