გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ-ში ავიამიმოსვლის შეფერხებას ერთ მოწყობილობას უკავშირებენ

მარიამ ქადარია16 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში ავიამიმოსვლის შეფერხებას ერთ მოწყობილობას უკავშირებენ

აშშ-ში ავიამიმოსვლის თითქმის ხუთსაათიანი შეფერხება შესაძლოა L3Harris-ის მიერ დამონტაჟებულ ერთ მოწყობილობას გამოეწვია. ინციდენტმა 20,000-ზე მეტი რეისი დააზარალა და ქვეყნის მასშტაბით ფრენა დროებით შეაჩერა.

L3Harris ძველი საკომუნიკაციო ხაზების ახალი ქსელით ჩანაცვლებაზე მუშაობდა. გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი მოწყობილობა ქსელში მოკლე დროში ძალიან ბევრ მოთხოვნას აგზავნიდა, რამაც საჰაერო მოძრაობის მართვის რამდენიმე ცენტრში მონაცემთა გადაცემა შეაფერხა.

ჯერ უცნობია, პრობლემა თავად მოწყობილობამ, მონტაჟის შეცდომამ თუ სამუშაოს არასწორად შესრულებამ გამოიწვია. L3Harris აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე