გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

აშშ-ში ილონ მასკის X Money ამოქმედდა

მარიამ ქადარია29 ივლისი, 20262 წთ კითხვა
აშშ-ში ილონ მასკის X Money ამოქმედდა

ილონ მასკის პლატფორმა X-მა აშშ-ში X Money-ის ფინანსური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ფასიანი გამოწერის მქონე მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ახალი სერვისი ილონ მასკის გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც X-ს სოციალური ქსელის გარდა, გადახდებისა და სხვა ყოველდღიური სერვისების პლატფორმადაც აქცევს.

X Money-ის მომხმარებლები მიიღებენ Visa-ს საბანკო ბარათს, რომლის დამატებაც Apple Pay-ში მაშინვე იქნება შესაძლებელი. X Money ასევე საშუალებას იძლევა, აპლიკაციის შიგნით მომხმარებლებმა ერთმანეთს თანხა მყისიერად, საკომისიოსა და ლიმიტის გარეშე გადაურიცხონ.

გარდა ციფრული ბარათისა, მომხმარებლები ფიზიკურ Visa-ს ბარათსაც მიიღებენ. კომპანიის ცნობით, X Visa-ს ბარათით უცხოეთში გადახდისას დამატებითი თანხის გადახდა არ იქნება საჭირო, ბანკომატიდან ფულის გამოტანა კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფასოდ იქნება შესაძლებელი.

X Premium+-ის მომხმარებლებს ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე წლიურად 6%-იანი სარგებელი დაერიცხებათ. Premium-ის აბონენტები იმავე პირობებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ხელფასს ან სხვა რეგულარულ შემოსავალს პირდაპირ X Money-ის ანგარიშზე ჩარიცხავენ.

X Money ილონ მასკის დიდი ხნის ჩანაფიქრის ნაწილია. ჯერ კიდევ 1999 წელს მან ფინანსური კომპანია X.com დააარსა, რომელიც მოგვიანებით PayPal-ის შექმნის საფუძველი გახდა. Twitter-ის შეძენის შემდეგ მასკმა პლატფორმას X დაარქვა და არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანია, ერთი აპლიკაციით მომხმარებლებს ერთმანეთთან დაკავშირება, გადახდები და სხვა ყოველდღიური სერვისები შესთავაზოს. X Money სწორედ ამ გეგმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ
AI ტექნოლოგია27 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ

Nvidia Meta-ს აქციების შეთავაზებაში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს და კომპანიასთან AI-პარტნიორობას აფართოებს. Meta-მ კაპიტალის მოზიდვის მოცულობა გაზარდა, რათა AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება და 2027 წლის დაფინანსების საჭიროებები უზრუნველყოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება
მაკრო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

ეგვიპტეში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. პროექტზე ნორვეგიული Scatec და სამი საერთაშორისო განვითარების ბანკი მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს
საფონდო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management აბუ-დაბის Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე