გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ

ნუცა ტყეშელაშვილი27 ოქტომბერი, 20262 წთ კითხვა
Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ

Nvidia Meta Platforms-ის მიერ გამოცხადებული აქციების ახალი შეთავაზების ფარგლებში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. გარიგება კომპანიებს შორის გაფართოებული პარტნიორობის ნაწილია და Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელების, მათ შორის Muse-ის ხაზის, განვითარებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.

ეს ნაბიჯი Meta-ს განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, კომპანია AI-ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის ჯამურად $95 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. Nvidia-სა და Meta-ს ერთობლივი განცხადების თანახმად, თანამშრომლობა Muse-ის მოდელების სწავლებისა და ინფერენსის — უკვე გაწვრთნილი მოდელის მიერ პასუხებისა და შედეგების გენერირების პროცესის — ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.

Meta გეგმავს, საკუთარ მონაცემთა ცენტრებში Nvidia-ს ინფრასტრუქტურის გამოყენება გააფართოოს. მათ შორის, კომპანია AI-აგენტების მუშაობისთვის Vera Rubin-ის პლატფორმასა და Vera პროცესორებს გამოიყენებს, ასევე დანერგავს Nvidia-ს ქსელურ ტექნოლოგიებს.

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, პარტნიორობის მიზანია ისეთი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია, რომელიც უფრო შესაძლებლობებით მდიდარი, ეფექტიანი და უსაფრთხო AI-აგენტების შექმნას შეუწყობს ხელს.

Mizuho-ს ანალიტიკოსის, ლოიდ უოლმსლის შეფასებით, Meta-ს მიერ კაპიტალის მოზიდვა ინვესტორების შეშფოთებას შეამცირებს. ბაზრის მონაწილეები მანამდე შიშობდნენ, რომ დამატებითი დაფინანსების მოზიდვა შესაძლოა 2027 წლის იანვრამდე, C კლასის აქციების შეთავაზების დაწყებამდე, გადადებულიყო. დაფინანსების უფრო ადრე მიღება კი ამ გაურკვევლობას ამცირებს.

პარტნიორობა Meta-ს Muse-ის მოდელების მიმართ მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების ფონზე ფართოვდება. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია Muse-ის AI-აგენტების აპლიკაციამ, რომელიც გაშვებიდან ერთ კვირაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ აპლიკაციად იქცა.

ამასთან, Meta-მ ჩვეულებრივი აქციების შეთავაზების მოცულობა $22.5 მილიარდიდან $25 მილიარდამდე გაზარდა. დეპოზიტარული აქციების შეთავაზებასთან ერთად, კაპიტალის მოზიდვის ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა $37.5 მილიარდს მიაღწიოს. კომპანიის ინფორმაციით, ჩვეულებრივი აქციების ფასი თითო აქციაზე $625-ია, ხოლო დეპოზიტარული აქციების — $50.

Meta-ს კაპიტალის მოზიდვის მთავარი მიზანი AI-ინფრასტრუქტურის დაფინანსებაა. ორშაბათს კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ 2027 წელს დაახლოებით $60 მილიარდის ღირებულების ხმის უფლების არმქონე აქციების ცალკე შეთავაზებას გეგმავს.

Wells Fargo-ს ანალიტიკოსების შეფასებით, Meta-ს ახალი შეთავაზებები შესაძლოა 2027 ფისკალური წლისთვის მოსალოდნელ $60–80 მილიარდიან დაფინანსების დეფიციტს შეავსებდეს. მათი აზრით, ჩვეულებრივი, პრივილეგირებული და C კლასის აქციების შეთავაზებების მოცულობა და სტრუქტურა კომპანიის მომავალ დაფინანსების საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ AI-ში ინვესტიციების ციკლი 2027 წლის შემდეგაც გაგრძელდება. შესაბამისად, მომავალში Meta-მ შესაძლოა კვლავ მიმართოს აქციების ან ვალის გამოშვებას, თუმცა ეს უფრო მეტად იქნება დამოკიდებული Muse-ის მოდელების გამოყენების მასშტაბზე, მათი მონეტიზაციის შესაძლებლობასა და AI-ზე მოთხოვნის დინამიკაზე. Wells Fargo-ს შეფასებით, მიმდინარე კაპიტალის მოზიდვა Meta-ს დაფინანსების საჭიროებებს საკრედიტო ბაზარზე მზარდი არასტაბილურობისგან ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება
მაკრო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

ეგვიპტეში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. პროექტზე ნორვეგიული Scatec და სამი საერთაშორისო განვითარების ბანკი მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს
საფონდო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management აბუ-დაბის Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბრიტანეთი ბირთვული რეაქტორების დამტკიცების პროცესს დააჩქარებს
მაკრო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ბრიტანეთი ბირთვული რეაქტორების დამტკიცების პროცესს დააჩქარებს

ბრიტანეთი ბირთვული რეაქტორების დამტკიცების პროცესის დაჩქარებას გეგმავს. ამჟამად ახალი დიზაინის შეფასებას სამი-ოთხი წელი სჭირდება, ხელისუფლებას კი ამ ვადის დაახლოებით ორ წლამდე შემცირება სურს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე