ბრიტანეთი ბირთვული რეაქტორების დამტკიცების პროცესს დააჩქარებს

ბრიტანეთი ბირთვული რეაქტორების დამტკიცების პროცესის დაჩქარებას გეგმავს. ამჟამად ახალი დიზაინის შეფასებას სამი-ოთხი წელი სჭირდება, ხელისუფლებას კი ამ ვადის დაახლოებით ორ წლამდე შემცირება სურს.
ქვეყანა 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის სიმძლავრის ოთხჯერ, 24 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს. ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის 2025 წელს გაფორმებული შეთანხმება მარეგულირებლებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის მიერ უკვე ჩატარებული შეფასებები გამოიყენონ და პროცესი აღარ გააჭიანურონ.
ახალი წესებით რამდენიმე ამერიკული კომპანიაა დაინტერესებული. მათ შორის Holtec-ი, რომელიც EDF-სა და Tritax-თან ერთად Cottam-ში ოთხამდე მცირე რეაქტორის აშენებას განიხილავს. მათი საერთო სიმძლავრე დაახლოებით 1.3 გიგავატი იქნება.
X-energy და Centrica კი 6 გიგავატამდე სიმძლავრის პროექტებზე მუშაობენ. პირველი სადგურის აშენება Hartlepool-ში სურთ.
ბრიტანეთში ელექტროენერგიის მოთხოვნა 2035 წლისთვის დაახლოებით 40%-ით უნდა გაიზარდოს. ხელისუფლება ბირთვულ ენერგიას ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთ-ერთ მთავარ წყაროდ განიხილავს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






