გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Microsoft დაახლოებით 60 ათას თანამშრომელს ნებაყოფლობით წასვლას სთავაზობს

მარიამ ქადარია27 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Microsoft დაახლოებით 60 ათას თანამშრომელს ნებაყოფლობით წასვლას სთავაზობს

Microsoft-მა ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამა დაახლოებით 60 ათას თანამშრომელს შესთავაზა. ეს კომპანიის სამუშაო ძალის მეოთხედზე მეტია.

პროგრამა დროებით იმოქმედებს და აშშ-ში, კანადაში, ინდოეთსა და ბრიტანეთში დასაქმებულ თანამშრომლებს შეეხება. შეთავაზება ვრცელდება ხელოვნურ ინტელექტზე, Copilot-ზე, ფინანსებზე, ადამიანურ რესურსებზე, Xbox-ზე, Windows-სა და მოწყობილობებზე მომუშავე გუნდების ნაწილზე.

მარკეტინგის, კომერციული მიმართულებისა და კიბერუსაფრთხოების თანამშრომლები პროგრამაში არ შედიან. Microsoft-ს 30 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში 223 ათასი სრულ განაკვეთზე დასაქმებული ჰყავდა.

კომპანია 2026 წელს მონაცემთა ცენტრებზე, ჩიპებსა და ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო სხვა ტექნოლოგიებზე დაახლოებით 175 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

პარალელურად, Microsoft თანამშრომლების რაოდენობასა და გუნდების სტრუქტურასაც ცვლის. მანამდე კომპანიამ ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამა აშშ-ში დაახლოებით 9 ათას თანამშრომელს შესთავაზა, ივლისში კი 4,800 სამუშაო ადგილი გააუქმა და რამდენიმე სათამაშო სტუდია გაყიდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ
AI ტექნოლოგია27 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ

Nvidia Meta-ს აქციების შეთავაზებაში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს და კომპანიასთან AI-პარტნიორობას აფართოებს. Meta-მ კაპიტალის მოზიდვის მოცულობა გაზარდა, რათა AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება და 2027 წლის დაფინანსების საჭიროებები უზრუნველყოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება
მაკრო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

ეგვიპტეში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. პროექტზე ნორვეგიული Scatec და სამი საერთაშორისო განვითარების ბანკი მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს
საფონდო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management აბუ-დაბის Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე