გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ში ინფლაციის ზრდა პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა

მარიამ ქადარია1 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში ინფლაციის ზრდა პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა

აშშ-ში აგვისტოს ინფლაცია პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შემდეგ Fed-ს ოქტომბრის შეხვედრამდე მეტი დრო ექნება, რათა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა საპროცენტო განაკვეთის კიდევ გაზრდა.

Fed-ისთვის მთავარი ინფლაციური მაჩვენებელი, PCE ინდექსი, ერთ თვეში 0.3%-ით გაიზარდა. ეკონომისტები 0.4%-იან ზრდას ელოდნენ. წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა.

სურსათისა და ენერგიის გარეშე გამოთვლილი საბაზისო მაჩვენებელი თვიურად 0.2%-ით, წლიურად კი 3%-ით გაიზარდა. ფასებზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის 4.4%-იანმა გაძვირებამ მოახდინა. სურსათის ფასები არ შეცვლილა.

მომხმარებელთა ხარჯები აგვისტოში 0.9%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები და საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალია.

Fed-მა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი სამი წლის განმავლობაში პირველად გაზარდა და მისი დიაპაზონი 3.75%-4% გახდა. წლის ბოლომდე განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდა კვლავ შესაძლებელია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე