გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ში კონტეინერებით იმპორტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა

მარიამ ქადარია11 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში კონტეინერებით იმპორტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა

ივლისში აშშ-ში კონტეინერებით იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და ამ თვისთვის ისტორიაში მეოთხე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. Descartes Systems Group-ის შეფასებით, კომპანიები ცდილობენ, საქონელი აშშ-ში ახალი ტარიფების ამოქმედებამდე შეიტანონ.

ივლისში ამერიკულმა პორტებმა 2.5 მილიონი TEU, ანუ ოცფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი ტვირთი მიიღეს. ეს 2025 წლის ივლისთან შედარებით 4.3%-ით ნაკლებია. განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთიდან შეტანილი საქონლის მოცულობა. ივლისში მაჩვენებელმა 873 ათას TEU-ს გადააჭარბა, რაც ბოლო ერთი წლის მაქსიმუმია. ჩინეთი აშშ-ში კონტეინერებით შეტანილი საქონლის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინურ პროდუქციაზე არაერთი ტარიფი დააწესა.

ივლისის ბოლოს ასევე ამოიწურა 10%-იანი ტარიფების მოქმედების ვადა და მათ ნაცვლად 60 ქვეყნიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტზე ახალი, მაქსიმუმ 12.5%-იანი ტარიფები დაწესდა. ცვლილება იმ საქონელს ეხება, რომლის წარმოებაშიც, აშშ-ის ხელისუფლების შეფასებით, შესაძლოა იძულებითი შრომა იყოს გამოყენებული. ამერიკული კონტეინერებით იმპორტის დაახლოებით ნახევარი Walmart-ზე, Amazon-სა და Home Depot-ზე მოდის.

Descartes-ის შეფასებით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის ვითარება კვლავ რთულია. ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში არსებული პრობლემები, პანამის არხის შეზღუდვები და აშშ-ის ტარიფების ხშირი ცვლილება გადაზიდვას აძვირებს. შედეგად, კომპანიებს ხშირად უწევთ როგორც მარშრუტების, ისე მომწოდებლების შეცვლა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე