გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

Bank of America Fed-ის გარშემო შექმნილ გაურკვევლობას „ანა კარენინას პრინციპით“ ხსნის

მარიამ ქადარია3 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Bank of America Fed-ის გარშემო შექმნილ გაურკვევლობას „ანა კარენინას პრინციპით“ ხსნის

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთის 3.75%-ზე უცვლელად დატოვების შემდეგ ბაზარზე გაჩენილი გაურკვევლობა Bank of America-ს ეკონომისტებმა „ანა კარენინას პრინციპით“ ახსნეს. მათი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის წარმატება რამდენიმე აუცილებელი პირობის ერთდროულად შესრულებაზეა დამოკიდებული, მაშინ როცა პრობლემის წარმოსაქმნელად ერთ-ერთი მათგანის დარღვევაც საკმარისია.

ეს პრინციპი ლევ ტოლსტოის რომანის, „ანა კარენინას“, პირველ ფრაზას ეფუძნება და მოგვიანებით მეცნიერმა ჯარედ დაიმონდმა სხვა სფეროების ასახსნელადაც გამოიყენა. ეკონომისტების თქმით, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკისთვის აუცილებელია ცენტრალური ბანკის სანდოობა, სტაბილური ინფლაციური მოლოდინები, გამართული ფისკალური პოლიტიკა და ფინანსური სტაბილურობა. რომელიმე ამ ფაქტორის შესუსტებამ შესაძლოა ფასების სტაბილურობაც დაარღვიოს.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ფედერალურ რეზერვში განსხვავებული მოსაზრებების არსებობა ბუნებრივია, თუმცა პრობლემას ქმნის საზოგადოებასთან არათანმიმდევრული კომუნიკაცია. ასეთ პირობებში ბაზარი თავად ცდილობს განსაზღვროს განაკვეთების სამომავლო მიმართულება, რაც გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.

Bank of America-ს პროგნოზით, Fed-ს პროცესზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს. წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის კიდევ სამჯერ გაზრდაა მოსალოდნელი.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე