გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Bernstein-მა Vertex ბიოტექნოლოგიურ სექტორში საუკეთესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა

მარიამ ქადარია19 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
 Bernstein-მა Vertex ბიოტექნოლოგიურ სექტორში საუკეთესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა

საინვესტიციო კომპანია Bernstein-მა Vertex Pharmaceuticals ბიოტექნოლოგიურ სექტორში საუკეთესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა. ამის მიზეზი კონკურენტი Sionna-ს კლინიკური კვლევის წარუმატებლობა გახდა, რამაც, ანალიტიკოსების შეფასებით, Vertex-ის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.

Sionna-მ გამოაცხადა, რომ მისი პრეპარატი SION-719, რომელიც კისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში Vertex-ის Trikafta-სთან ერთად უნდა გამოეყენებინათ, კლინიკური კვლევის მეორე ფაზაში მთავარ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ კომპანიამ ამ პრეპარატის განვითარებაზე მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

Bernstein-ის ანალიტიკოსის, ჯეფრი უოლჩის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით Vertex-მა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული საფრთხე თავიდან აიცილა. მისი თქმით, კისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატების ბაზარზე Vertex-ის უპირატესობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს Alyftrek-იც, რომელმაც Trikafta ჩაანაცვლა, როგორც კომპანიის ახალი თაობის პრეპარატმა.

Bernstein-ის პროგნოზით, Vertex-ს საკმარისი დრო და რესურსი აქვს, რომ ახალი თაობის პრეპარატები შექმნას და კისტური ფიბროზის მკურნალობის ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე