გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

ბიტკოინი დასტაბილურდა - Binance-მა მოპარული თანხების 90%-ზე მეტი აანაზღაურა

ნუცა ტყეშელაშვილი2 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ბიტკოინი დასტაბილურდა - Binance-მა მოპარული თანხების 90%-ზე მეტი აანაზღაურა

ბიტკოინის ფასი ორშაბათს დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟა Binance-მა, გასულ კვირას მომხდარი რეკორდული კიბერშეტევის შემდეგ, რამდენიმე ძირითადი ბლოკჩეინის ქსელზე თანხის გატანა ნაწილობრივ აღადგინა.

ბაზრის განწყობაზე გავლენას ახდენს ასევე აშშ-ის შუალედური არჩევნების მოლოდინი. ინვესტორები შესაძლო მარეგულირებელ ცვლილებებს ელოდებიან იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას დაკარგავენ.

Investing.com-ის მონაცემებით, თბილისის დროით 10:12 საათისთვის ბიტკოინი 78,050.9 დოლარად ივაჭრებოდა და ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ამასთან, გასული ერთი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 6%-ით შემცირდა. ბიტკოინი ბოლო ერთი თვის მინიმუმთან ახლოს რჩება, მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჩამოყალიბებული სავაჭრო დიაპაზონის ქვედა ზღვარი გაარღვია. სხვა მსხვილმა კრიპტოვალუტებმაც მცირე ზრდა აჩვენეს.

Binance-მა მოპარული $6.3 მილიარდიდან $6 მილიარდი დაფარა

Binance-ის განცხადებით, გასულ კვირას გამოვლენილი კიბერშეტევის შედეგად მოპარული 6.3 მილიარდი დოლარიდან კომპანიამ დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი საკუთარი სახსრებით, დაკარგული ტოკენების ჩანაცვლების გზით, აანაზღაურა. ბირჟამ ასევე განაცხადა, რომ მოპარული აქტივებიდან 3 მილიარდი დოლარის გაყინვა შეძლო და მომხმარებლების დანაკარგებს სრულად დაფარავს.

შეტევა ჩრდილოეთ კორეის მიერ მხარდაჭერილ ჰაკერულ ჯგუფს, TraderTraitor-ს, უკავშირდება. შემთხვევა კრიპტოვალუტების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ქურდობად შეფასდა.

ინციდენტმა კრიპტობაზარზე გაყიდვების ტალღა გამოიწვია და სექტორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გააძლიერა. პარასკევს აშშ-ის სპოტ ბიტკოინის ETF-ებიდან წმინდა გადინებამ 643.3 მილიონი დოლარი შეადგინა — ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. კვირის ჭრილში, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდა, ამ ფონდებიდან წმინდა გადინებამ 202.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

ზარალი დაფიქსირდა სპოტ ეთერიუმის ETF-ებშიც: პარასკევს მათ 155.9 მილიონი დოლარის წმინდა გადინება ჰქონდათ, ხოლო მთელი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 431.5 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

BTCPay მომხმარებლებს სერვერების განახლებისკენ მოუწოდებს

კრიპტობაზარზე დამატებითი შეშფოთება გამოიწვია Bitcoin-ის გადახდების ინსტრუმენტ BTCPay Server-თან დაკავშირებულმა უსაფრთხოების პრობლემამაც.

კომპანიის განცხადებით, გამოვლენილია კიბერშეტევის შესაძლო გზა, რომელიც პლატფორმის 2026 წლის ივლისის ან უფრო ადრინდელ ვერსიებს ეხება. ეს განცხადება რამდენიმე მომხმარებლის მიერ ცხელი საფულეებიდან თანხების უნებართვო გატანის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა.

BTCPay Server-მა მომხმარებლებს სისტემის უახლეს ვერსიამდე განახლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ განახლებული საფულეებიდან თანხების გატანის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

Binance-ზე მომხდარი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, BTCPay-ის შემთხვევამ კრიპტოინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები კიდევ უფრო გამოკვეთა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი3 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. შედეგზეა დამოკიდებული, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რა წესები იმოქმედებს მომავალში ტექნოლოგიურ კომპანიებზე, სახელმწიფო ხარჯებსა და ბიუჯეტზე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ინგლისის ბანკი განაკვეთს სავარაუდოდ 4%-მდე გაზრდის

ინგლისის ბანკი ხუთშაბათს ძირითად საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 3.75%-დან 4%-მდე გაზრდის. ეს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი ზრდა იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა $81.3 მილიარდის მოკლევადიანი სესხები გასცა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს 541 მილიარდი იუანი, ანუ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი, ერთდღიანი სესხების სახით გამოუყო. ამავე დროს, ბანკმა საპროცენტო პოლიტიკაშიც ცვლილება შეიტანა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე