გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Bitcoin-ის ფასი $64,000-ს აჭარბებს

მარიამ ქადარია18 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Bitcoin-ის ფასი $64,000-ს აჭარბებს

Bitcoin-ის ფასი 1%-ით გაიზარდა და 64,297 დოლარი შეადგინა, თუმცა კრიპტობაზარზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია. მთავარ მიზეზებს შორის აშშ-ირანის დაპირისპირება, ინფლაციის რისკები და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული მოლოდინებია.

აშშ-სა და ირანს შორის უთანხმოება ჰორმუზის სრუტის გარშემო გრძელდება. ნავთობის გაძვირება ინფლაციის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა Fed-ს მაღალი საპროცენტო განაკვეთების უფრო დიდხანს შენარჩუნებისკენ უბიძგოს.

ასეთი გარემო კრიპტოვალუტებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია.

ბაზარზე გავლენას აშშ-ში კრიპტოსექტორის რეგულაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობაც ახდენს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც კრიპტოკომპანიების, ტრადიციული ფინანსური სექტორისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სხვა კრიპტოვალუტების უმეტესობა გაიაფდა. Ether-ის ფასი 0.2%-ით, XRP-ის 0.7%-ით, ხოლო Cardano-ს 2.2%-ით შემცირდა. Solana კი 0.1%-ით გაიზარდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე