გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები მკვეთრად შემცირდა

მარიამ ქადარია26 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები მკვეთრად შემცირდა

კრიპტოვალუტის ბაზარზე ტრეიდერები აქტივების კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას პროგნოზირებენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის (BTC) ფასი 23%-ით დაეცა და 59 511 დოლარამდე შემცირდა. ანალოგიური ვითარებაა ეთერიუმის (ETH) შემთხვევაშიც, რომლის ღირებულებაც 30 დღეში 25%-ზე მეტით შემცირდა და 1 576 დოლარი შეადგინა. პროგნოზების მიხედვით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა 55 000 დოლარამდე, ხოლო ეთერიუმის - 1 500 დოლარამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსების განმარტებით, ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპანია MicroStrategy-ის აქციების (MSTR) მკვეთრი გაუფასურებაა. ინვესტორები შიშობენ, რომ კომპანია იძულებული გახდება, ბიტკოინის საკუთარი რეზერვები გაყიდოს, რაც ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს. ბაზარზე გავლენას ახდენს მაკროეკონომიკური ფაქტორებიც - მზარდი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდა.

ამჟამად ბიტკოინის ღირებულება ისტორიული მაქსიმუმიდან 53%-ითაა შემცირებული, ხოლო ეთერიუმის ფასი 68%-ით ჩამორჩება მის უმაღლესს მაჩვენებელს. არსებობს ალბათობა, რომ წლის ბოლომდე ბიტკოინი 40 000 დოლარზე, ხოლო ეთერიუმი 1 000 დოლარზე დაბლა დაეცეს. ბაზარზე მიიჩნევენ, რომ ეთერიუმის ვარდნა, დიდწილად, ბიტკოინის კრიზისით გამოწვეული ჯაჭვური რეაქციაა.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე