გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Blackstone AWS-ის პროექტების 75%-ს $5 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია17 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Blackstone AWS-ის პროექტების 75%-ს $5 მილიარდად შეიძენს

Blackstone Amazon Web Services-თან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრების ორ პროექტში 75%-იან წილს დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად შეიძენს.

პროექტები AWS-ის მონაცემთა ცენტრების ორ დიდ კომპლექსში 13 ახალ შენობას მოიცავს. Amazon დარჩენილ 25%-ს შეინარჩუნებს და შენობებს თავად გამოიყენებს.

Amazon შენობებს თავდაპირველად 12 წლით იქირავებს. შეთანხმების გაგრძელების შემთხვევაში კი მათი გამოყენება მთლიანობაში 32 წლამდე შეეძლება. შენობების მოვლისა და მუშაობასთან დაკავშირებული ხარჯების დიდი ნაწილიც Amazon-ს დაეკისრება.

Blackstone-ისთვის ასეთი პროექტების მთავარი უპირატესობა გრძელვადიანი და შედარებით სტაბილური შემოსავალია. მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, რადგან ტექნოლოგიურ კომპანიებს სულ უფრო მეტი გამოთვლითი რესურსი სჭირდებათ.

გარიგების დასრულება 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე