გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

მარიამ ქადარია1 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

BMW-მ ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.

BMW 2028 წლიდან ევროპაში შედარებით ხელმისაწვდომ ელექტრომობილს გამოუშვებს. აშშ-ის ბაზრისთვის კი ახალი პრემიუმ SUV-ს ამზადებს.

ჩინეთში BMW ადგილობრივ წარმოებას გაზრდის და ავტონომიური მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

2027 წლის შუა პერიოდამდე BMW განყოფილებებისა და მენეჯერული პოზიციების რაოდენობას 20%-ით შეამცირებს. გერმანიაში ცალკე მიმდინარე პროგრამა დაახლოებით 8,000 სამუშაო ადგილს შეეხება. კომპანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებასაც გეგმავს.

BMW-ის საავტომობილო ბიზნესის მოგების მარჟა ბოლო მონაცემებით 2.3%-ს შეადგენს. კომპანიას სურს, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3%-5%-მდე გაზარდოს, მომდევნო ათწლეულის დასაწყისში კი 8%-10%-ს დაუბრუნდეს.

ცვლილებების მიზეზი ჩინეთში გაყიდვების შემცირება, აშშ-ის ტარიფები და მოგების პროგნოზის რამდენჯერმე გაუარესება გახდა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ევრო 17 თვის მინიმუმამდე დაეცა საფრანგეთის ვალის კრიზისის ფონზე
მაკრო5 ოქტ. 20262 წთ კითხვა

ევრო 17 თვის მინიმუმამდე დაეცა საფრანგეთის ვალის კრიზისის ფონზე

ევრო აშშ დოლართან მიმართებით 17 თვის მინიმუმამდე დაეცა, რადგან საფრანგეთის სახელმწიფო ვალის კრიზისმა და ევროპის ობლიგაციების ბაზარზე გაზრდილმა ფრაგმენტაციამ ინვესტორებში რისკისგან თავის არიდება გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs: ევროპაში გაზის ფასი წლის ბოლოს შესაძლოა €150/MWh-მდე გაიზარდოს
მაკრო5 ოქტ. 20263 წთ კითხვა

Goldman Sachs: ევროპაში გაზის ფასი წლის ბოლოს შესაძლოა €150/MWh-მდე გაიზარდოს

Goldman Sachs-ის შეფასებით, ევროპული გაზის TTF-ის ფასი წლის ბოლოს შესაძლოა €150/MWh-მდე გაიზარდოს, თუ სპარსეთის ყურიდან LNG-ის ექსპორტი მკვეთრად შეზღუდული დარჩება და ზამთარი საშუალოზე ცივი იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bitcoin $86,000-ზე მაღლა ვაჭრობს - ინვესტორები აშშ-ის დასაქმების მონაცემებსა და ინფლაციის რისკებს აფასებენ
კრიპტო5 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Bitcoin $86,000-ზე მაღლა ვაჭრობს - ინვესტორები აშშ-ის დასაქმების მონაცემებსა და ინფლაციის რისკებს აფასებენ

Bitcoin-ის ფასი $86,000-ზე მაღლა ვაჭრობს, თუმცა $87,000-ის გადალახვასა და შენარჩუნებას ჯერ ვერ ახერხებს. ბაზრის ყურადღება აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, ინფლაციის რისკებსა და კრიპტოაქტივებში კაპიტალის ნაკადებზეა გადატანილი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე