გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

ბრაზილია კრიპტოვალუტის ბაზარზე რეგულაციებს ამკაცრებს

მარიამ ქადარია11 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ბრაზილია კრიპტოვალუტის ბაზარზე რეგულაციებს ამკაცრებს

ბრაზილია კრიპტოვალუტის ბაზარზე ახალი წესების ამოქმედებას გეგმავს. ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს 2026 წლის 30 ოქტომბრამდე მოუწევთ შესაბამისი ლიცენზიის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

ბრაზილია კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში. CertiK-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისამდე ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში კრიპტოაქტივებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 318.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბრაზილიაზე ლათინურ ამერიკაში განხორციელებული კრიპტოტრანზაქციების თითქმის მესამედი მოდის.

ახალი მოთხოვნები იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვას, შენახვას ან გადარიცხვას სთავაზობენ. მათ ბრაზილიის ცენტრალური ბანკის ნებართვა დასჭირდებათ. კომპანიებს დამოუკიდებელი აუდიტის გავლაც მოუწევთ, რათა დაადასტურონ, რომ ფულის გათეთრებისა და სანქციების დარღვევის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები აქვთ მიღებული.

ლიცენზიის მისაღებად კომპანიებს, საქმიანობის ტიპის მიხედვით, 2-დან 6.7 მილიონ დოლარამდე კაპიტალი დასჭირდებათ. უცხოურ პლატფორმებს კი ბრაზილიაში ოფიციალური წარმომადგენლობის შექმნა მოუწევთ, რისთვისაც 270 დღე ექნებათ.

ცენტრალური ბანკის ყურადღებას განსაკუთრებით სტაბილკოინების ფართო გამოყენება იქცევს. ბრაზილიაში კრიპტოვალუტით განხორციელებული ოპერაციების დაახლოებით 80% დოლართან მიბმულ სტაბილკოინებზე მოდის, მათ შორის ყველაზე ხშირად USDT გამოიყენება. მათი ასეთი მასშტაბით გავრცელება უკვე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კრიპტოვალუტის ბაზარზე, არამედ ქვეყნის ფინანსურ სისტემაზეც.

რეგულაციების გამკაცრების კიდევ ერთი მიზეზი უსაფრთხოებაა. CertiK-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში ჰაკერული თავდასხმებისა და თაღლითობის შედეგად კრიპტოსექტორში ზარალმა 1.32 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ახალი წესების დაცვა განსაკუთრებით მცირე კომპანიებისთვის იქნება რთული, ამიტომ მათი ნაწილი უკვე ლიცენზირებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას ამჯობინებს. 30 ოქტომბრის შემდეგ კი ბრაზილიის კრიპტობაზარზე მუშაობა ცენტრალური ბანკის ნებართვის გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე