გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ბრაზილიაში ნავთობის მოპოვებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მარიამ ქადარია4 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ბრაზილიაში ნავთობის მოპოვებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ბრაზილიაში ნავთობის მოპოვებამ ივნისში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. წარმოების ზრდა მსოფლიო ბაზარზე იმ დანაკარგების ნაწილობრივ შევსებას უწყობს ხელს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია.

ქვეყნის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ბიოსაწვავის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნედლი ნავთობის მოპოვება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და დღეში 4.5 მილიონ ბარელს მიაღწია.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის საერთო წარმოებამ კი დღეში 5.8 მილიონი ბარელი შეადგინა. აღნიშნულში მთავარი წვლილი სახელმწიფო კომპანია Petrobras-ს მიუძღვის, რომელზეც ქვეყნის ნავთობის მოპოვების 87% მოდის. კომპანია ღრმაწყლოვან საბადოებზე წარმოებას აფართოებს, მათ შორის ბუზიოსის საბადოზე, რომელიც ბრაზილიაში მოპოვებული ნავთობის მოცულობით პირველ ადგილზეა.

ივნისის რეკორდის შემდეგ წარმოება მცირედით შემცირდა, თუმცა ნავთობისა და ბუნებრივი აირის საერთო დღიური მოცულობა კვლავ 5 მილიონ ბარელზე მეტია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი3 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. შედეგზეა დამოკიდებული, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რა წესები იმოქმედებს მომავალში ტექნოლოგიურ კომპანიებზე, სახელმწიფო ხარჯებსა და ბიუჯეტზე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ინგლისის ბანკი განაკვეთს სავარაუდოდ 4%-მდე გაზრდის

ინგლისის ბანკი ხუთშაბათს ძირითად საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 3.75%-დან 4%-მდე გაზრდის. ეს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი ზრდა იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა $81.3 მილიარდის მოკლევადიანი სესხები გასცა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს 541 მილიარდი იუანი, ანუ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი, ერთდღიანი სესხების სახით გამოუყო. ამავე დროს, ბანკმა საპროცენტო პოლიტიკაშიც ცვლილება შეიტანა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე