გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Broadcom Anthropic-ს $42 მილიარდამდე დაფინანსებას სთავაზობს

მარიამ ქადარია2 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Broadcom Anthropic-ს $42 მილიარდამდე დაფინანსებას სთავაზობს

Broadcom-მა Anthropic-ს 42 მილიარდ დოლარამდე დაფინანსება შესთავაზა. მიზანი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა და Broadcom-ის დახმარებით შექმნილი ჩიპების გამოყენებაა. ინფორმაცია Anthropic-ის ბირჟაზე გასასვლელად მომზადებულ დოკუმენტებში გამოჩნდა.

ეს თანხა ნაწილობრივ დაფარავს Anthropic-ის ხარჯებს, რომლებიც Google-ის TPU ჩიპების გამოყენებას უკავშირდება. კომპანიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ მომსახურებისთვის ჯამში 125.2 მილიარდ დოლარამდე აქვს გათვალისწინებული. Broadcom-ისგან მიღებული სესხი მომავალში შესაძლოა Anthropic-ის აქციებადაც გადაიქცეს.

Broadcom Anthropic-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პარტნიორია. 2027 წელს Anthropic შესაძლოა Broadcom-ის ჩიპების ბიზნესის უმსხვილესი კლიენტიც გახდეს.

Anthropic დოკუმენტებში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებს. Broadcom-ის მიერ დაწესებულმა ფასებმა და სხვა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, რა ფასად და რა მოცულობით მიიღებს Anthropic მისთვის საჭირო ტექნოლოგიურ რესურსებს. Broadcom-სა და Anthropic-ს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
საფონდო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის სისტემას ცვლის

აშშ-ის ფედერალური რეზერვი ბანკების ზედამხედველობის ახალ სისტემაზე გადადის. ცვლილების შემდეგ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადანაწილდება, მართვის მთავარი ცენტრი კი ვაშინგტონი იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა
მაკრო7 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 17 თვის მაქსიმუმზეა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი აგვისტოში 13.7%-ით გაიზარდა და 105.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 2025 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დეფიციტი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების მიუხედავად, რომელთა ერთ-ერთი მიზანი იმპორტის შემცირება იყო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე