CrowdStrike Zscaler-ს $43.9 მილიარდად შეიძენს

CrowdStrike კიბერუსაფრთხოების კომპანია Zscaler-ს 43.9 მილიარდ დოლარად შეიძენს. აღნიშნული კიბერუსაფრთხოების სექტორის უდიდესი გარიგება იქნება.
CrowdStrike შესყიდვისთვის საკუთარ აქციებს გასცემს. Zscaler-ის აქციონერები თითო აქციაზე CrowdStrike-ის 1.135 აქციას მიიღებენ. შეთავაზებით Zscaler-ის ერთი აქცია დაახლოებით 260 დოლარად ფასდება, რაც გარიგების გამოცხადებამდე არსებულ ფასზე 34%-ით მეტია.
CrowdStrike კომპანიების კომპიუტერებისა და შიდა სისტემების დაცვაზე მუშაობს, Zscaler კი ქსელური უსაფრთხოების მიმართულებითაა ძლიერი. მისი ტექნოლოგია სისტემაში შესულ მომხმარებელსა და მოწყობილობას ყოველ ჯერზე ამოწმებს და წვდომას მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს.
გაერთიანებული კომპანიის წლიური შემოსავალი, რომელიც ხელშეკრულებებით რეგულარულად მეორდება, 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. კომპანიები გაერთიანების შედეგად კიდევ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დამატებით წლიურ შემოსავალს ელიან.
წყარო: Investing.com
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






