გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

დოლარი ორ თვეზე მეტის მინიმუმამდე დაეცა

ნუცა ტყეშელაშვილი17 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
დოლარი ორ თვეზე მეტის მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ის დოლარი ორშაბათს ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რადგან სუსტი ეკონომიკური მონაცემების სერიამ ინვესტორებს ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინი შეამცირებინა.

დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის კურსს ძირითადი ვალუტების კალათასთან მიმართებით ზომავს, ივნისის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. პარალელურად, ევრო 0.3%-ით გამყარდა და დაახლოებით $1.1614-ს მიაღწია, რაც ბოლო ორი თვის მაქსიმუმია.

იენიც გამყარდა - დოლართან მიმართებით მისი კურსი 0.2%-ით, დაახლოებით 159.04 იენამდე გაიზარდა. იენის გაძლიერება დაფიქსირდა მიუხედავად იაპონიის მოსალოდნელზე სუსტი ეკონომიკური ზრდის მონაცემებისა. ვალუტა კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს ივლისის ბოლოს დაფიქსირებულ ოთხათწლიანი მინიმუმის ზემოთ, რომლის შემდეგაც იაპონიისა და აშშ-ის ხელისუფლებებმა იენის დასუსტების შესაკავებლად ერთობლივი სავალუტო ინტერვენცია განახორციელეს.

ბაზრის ყურადღება ახლა Fed-ის ჯეკსონ ჰოლის სიმპოზიუმზეა, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ინვესტორები განსაკუთრებით დააკვირდებიან ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების შეფასებებს ბოლო ეკონომიკური მონაცემებისა და საპროცენტო განაკვეთების სამომავლო მიმართულების შესახებ.

ამასთან, აშშ-ისა და იაპონიის ერთობლივმა სავალუტო ინტერვენციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სავალუტო ბაზარზე. ახლა მთავარი კითხვა ისაა, გადადგამს თუ არა იაპონიის ცენტრალური ბანკი უახლოეს პერიოდში განაკვეთის ზრდისკენ ნაბიჯს.

Tuttle Capital Management-ის ხელმძღვანელის, მეთიუ ტატლის შეფასებით, ინტერვენციამ იენის კურსის მიმართულება შეცვალა, თუმცა არ აღმოფხვრა საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობით გამოწვეული ე.წ. carry trade-ის სტიმული.

Carry trade გულისხმობს დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალუტაში, მაგალითად იენში, იაფად სესხის აღებას და მიღებული თანხის უფრო მაღალი შემოსავლის მქონე აქტივებში დაბანდებას.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე