გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

DoorDash Instacart-ს $17 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია30 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
DoorDash Instacart-ს $17 მილიარდად შეიძენს

DoorDash-ი სასურსათო პროდუქტების მიტანის პლატფორმა Instacart-ს 17 მილიარდ დოლარად შეიძენს. გარიგება კომპანიას სასურსათო პროდუქტების მიტანის ბაზარზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს, თუმცა მის დასრულებამდე აშშ-ის მარეგულირებლების თანხმობა იქნება საჭირო.

YipitData-ს მონაცემებით, გასულ წელს რესტორნების, მაღაზიებისა და სხვა საცალო ობიექტებიდან მიტანის შეკვეთების 65.1% DoorDash-ზე მოდიოდა. Uber Eats-ის წილი 25.8% იყო, Instacart-ის კი 9.1%.

მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში იქნება როგორც კონკურენცია და ფასები, ისე მომხმარებლების მონაცემების გამოყენება. Instacart-ს გასულ წელს უკვე ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე პროდუქტზე სხვადასხვა მომხმარებელს განსხვავებულ ფასს აჩვენებდა.

DoorDash, სავარაუდოდ, შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი კონკურენტები მხოლოდ მიტანის პლატფორმები არ არიან და იმავე ბაზარზე Walmart, Amazon და Target-იც მუშაობენ. მიუხედავად ამისა, გარიგების მთავარი დაბრკოლება სწორედ ანტიმონოპოლიური შემოწმება იქნება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე