გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Emirates-მა ავიაბილეთებზე კრიპტოვალუტით გადახდა დაამატა

მარიამ ქადარია29 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Emirates-მა ავიაბილეთებზე კრიპტოვალუტით გადახდა დაამატა

ავიაკომპანია Emirates-ი მგზავრებს ავიაბილეთების კრიპტოვალუტით შეძენის შესაძლებლობას აძლევს. 28 ივლისიდან Crypto.com Pay-ის ფუნქცია კომპანიის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდა, რის შედეგადაც Crypto.com-ის მომხმარებლებს თანხის პირდაპირ ციფრული საფულიდან გადახდა შეუძლიათ.

კრიპტოვალუტით გადახდა ამ ეტაპზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეუძლიათ, თუ ბილეთის ფასი დირჰამშია მითითებული. ეს ვარიანტი Emirates-ის ვებსაიტსა და აპლიკაციაში, გადახდის ეტაპზე გამოჩნდება.

Emirates-მა და Crypto.com-მა თანამშრომლობის შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მოაწერეს ხელი. ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის, ადნან ქაზიმის განცხადებით, ახალი ფუნქცია მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტ არჩევანს აძლევს და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა მგზავრებზეა გათვლილი, რომლებიც ფინანსურ ოპერაციებსა და მოგზაურობის დაგეგმვას ძირითადად ტელეფონით ახორციელებენ.

Emirates მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ავიაკომპანიაა და კომპანიის მონაცემებით, ყველაზე მომგებიანიც. 2026 წლის 31 მარტს დასრულებულ ფინანსურ წელს მისმა მოგებამ რეკორდულ 19.7 მილიარდ დირჰამს, დაახლოებით 5.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, შემოსავალმა კი დაახლოებით 41 მილიარდი დოლარი შეადგინა.

1985 წელს დაარსებული Emirates დუბაის საინვესტიციო კორპორაციას ეკუთვნის. ავიაკომპანია 140-ზე მეტ მიმართულებას ემსახურება და Airbus A380-ისა და Boeing 777-ის უმსხვილესი ოპერატორია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ
AI ტექნოლოგია27 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ

Nvidia Meta-ს აქციების შეთავაზებაში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს და კომპანიასთან AI-პარტნიორობას აფართოებს. Meta-მ კაპიტალის მოზიდვის მოცულობა გაზარდა, რათა AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება და 2027 წლის დაფინანსების საჭიროებები უზრუნველყოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება
მაკრო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

ეგვიპტეში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. პროექტზე ნორვეგიული Scatec და სამი საერთაშორისო განვითარების ბანკი მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს
საფონდო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management აბუ-დაბის Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე