გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროზონაში ბიზნესის დაკრედიტების ზრდა აგვისტოში მცირედით შენელდა

ნუცა ტყეშელაშვილი25 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
ევროზონაში ბიზნესის დაკრედიტების ზრდა აგვისტოში მცირედით შენელდა

ევროზონის ბიზნესსექტორის დაკრედიტების ზრდა აგვისტოში მცირედით შენელდა, თუმცა შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა. შინამეურნეობების დაკრედიტების ტემპი კი უცვლელი დარჩა, ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პარასკევს გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ECB-ის მონაცემებით, ევროზონის ბიზნესისთვის გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული 4.4%-იანი ზრდის შემდეგ. ივლისის მაჩვენებელი 2023 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.

შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა აგვისტოში 3.1%-ზე შენარჩუნდა, რაც 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ტოლია. ვროზონაში მიმოქცევაში არსებული ფულის ფართო მასის, M3-ის, წლიური ზრდის ტემპი აგვისტოში 3.5%-მდე დაჩქარდა, ივლისის 3.4%-თან შედარებით. მაჩვენებელი Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინებს დაემთხვა. European Central Bank

M3, რომელიც ეკონომიკაში ფულის მიმოქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ხშირად მომავალ ეკონომიკურ აქტივობაზე შესაძლო მინიშნებად გამოიყენება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე