გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

ნუცა ტყეშელაშვილი2 ოქტომბერი, 20265 წთ კითხვა
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის მიერ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რეკლამის დამკვეთები ბიუჯეტებს ფართოდ არ ზრდიან და ხარჯებს იმ პლატფორმებისკენ მიმართავენ, რომლებიც უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.

Evercore-მა გამოკითხვაში შვიდი სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელი ჩართო, რომლებიც კლიენტებისთვის როგორც performance marketing-ის, ისე ბრენდული რეკლამის მიმართულებით მუშაობენ. მათ მიერ მართული სარეკლამო ბიუჯეტები $10 მილიონიდან $3 მილიარდზე მეტს შეადგენს.

გამოკითხვის შედეგებით, უახლოეს პერიოდში სარეკლამო შემოსავლების მხრივ ყველაზე პოზიტიური მოლოდინები Meta-სა და Alphabet-ის მიმართ დაფიქსირდა. Amazon-ის, Netflix-ისა და Reddit-ის შეფასებები ასევე დადებითი იყო, თუმცა შედარებით ნაკლები ოპტიმიზმით.

ამავდროულად, AppLovin-ისა და Pinterest-ის მიმართ სააგენტოები უფრო ფრთხილ პოზიციას იკავებენ, ხოლო Snap-ისა და The Trade Desk-ის შემთხვევაში შეფასებები უარყოფითი იყო.

Google-ის საძიებო სერვისი კვლავ ძლიერ შედეგებს აჩვენებს. Evercore-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და საძიებო მოთხოვნების რაოდენობის ზრდა რეკლამაზე დანახარჯებს მხარს უჭერს. YouTube-ის შემთხვევაში კი რეკლამის დამკვეთებისთვის მიმზიდველ ფაქტორებად პრემიუმ კონტენტი და რეკლამის ავტომატური შესყიდვის ინსტრუმენტები რჩება.

Meta განსაკუთრებით გამოირჩევა რეკლამის ეფექტიანობის გაუმჯობესებითა და performance marketing-ის მიმართულებით ბაზრის წილის ზრდით. კომპანიის Business Agents-ის ფუნქცია ასევე აჩვენებს ზრდის პოტენციალის პირველ ნიშნებს, თუმცა მისი გავლენის შეფასება ჯერ ნაადრევია.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში ChatGPT რეკლამის დამკვეთების მხრიდან მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს, თუმცა მისი გამოყენება ჯერჯერობით ძირითადად სატესტო ეტაპზე რჩება. Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, განმეორებითი ხარჯები შეზღუდულია ინსტრუმენტების სიმწიფის ნაკლებობის, სარეკლამო ინვენტარის შეზღუდული მოცულობისა და განახლების დაბალი მაჩვენებლების გამო.

Amazon-ის სარეკლამო ბიზნესი სტაბილიზაციის ნიშნებს აჩვენებს. განსაკუთრებით გამოიკვეთა Sponsored Products-ის ზრდის ტემპის დასტაბილურება, demand-side platform-ისა და ვიდეორეკლამის მიმართულებების გაძლიერება და ისეთი კომპანიების მხრიდან პლატფორმის უფრო ფართო გამოყენება, რომლებიც Amazon-ზე პირდაპირ პროდუქტებს არ ყიდიან.

Reddit-ის შემთხვევაში პლატფორმა სულ უფრო ხშირად იღებს განმეორებით სარეკლამო ბიუჯეტებს, რასაც უკეთესი მიზნობრიობა და რეკლამის დამკვეთებისთვის გაუმჯობესებული მხარდაჭერა უწყობს ხელს. თუმცა, პლატფორმის აუდიტორიის მასშტაბი კვლავ ერთ-ერთ შეზღუდვად რჩება.

Netflix-ზე პრემიუმ სარეკლამო სივრცის მიმართ მოთხოვნა ძლიერია და პლატფორმა რეკლამის მიზნობრიობის შესაძლებლობებს აუმჯობესებს. თუმცა, მაღალი CPM — ათასი ჩვენების ღირებულება — შესაძლოა რეკლამის დამკვეთებისთვის კამპანიების უკუგებას გარკვეულწილად ამცირებდეს.

რაც შეეხება Pinterest-ს, Evercore-ის გამოკითხვამ სარეკლამო დანახარჯების ზრდის შენელება და შედეგების არათანაბარი დინამიკა გამოავლინა. მიუხედავად პროდუქტის გაუმჯობესებისა, პლატფორმის შეზღუდული კატეგორიული მასშტაბი კვლავ გამოწვევად რჩება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო
კრიპტო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Securitize-მა Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობა დაიწყო

ციფრული აქტივების კომპანია Securitize მომხმარებლებს Apple-ის, Nvidia-სა და Microsoft-ის აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს სთავაზობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო
საფონდო9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო

Alphabet-ის ავტონომიური ავტომობილების კომპანია Waymo-მ $5-მილიარდიანი სესხის შეთანხმება გააფორმა. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მან გაფართოებისთვის სესხით დაფინანსება გამოიყენა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა
ანალიზი9 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ Microsoft-ის, Adobe-ისა და რამდენიმე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის წარდგენილი მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება ეხება Cognizant-ს, Infosys-ს, Tata Consultancy Services-ს, Wipro-ს, HCL-სა და Capgemini-საც.

მარიამ ქადარიაწაიკითხე