გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

მარიამ ქადარია2 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

Financial Times-ის ინფორმაციით, Binance ევროკავშირის წესებში არსებულ გამონაკლისს ეყრდნობა. ამ წესით, ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებულ კომპანიას ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლია ევროპელ კლიენტთან ლიცენზიის გარეშე იმუშაოს, თუ მას თავად მომხმარებელი მიმართავს. მარეგულირებლები ახლა არკვევენ, ნამდვილად ამ წესის ფარგლებში მოქმედებს თუ არა Binance.

ევროკავშირის კრიპტოაქტივების ახალი წესების, MiCA-ს მიხედვით, კრიპტოკომპანიებს ევროკავშირში საქმიანობის გასაგრძელებლად ლიცენზია ივნისის ბოლომდე უნდა მიეღოთ. Binance-ის განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ივლისიდან კომპანიას ევროკავშირის მომხმარებლებთან ჩვეულებრივი წესით მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ზოგიერთმა ეროვნულმა მარეგულირებელმა Binance-ს უკვე მოსთხოვა დამატებითი ინფორმაცია. თუ კომპანიის განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა, მას შესაძლოა ჯარიმა ან სხვა სანქცია დაეკისროს. Binance აცხადებს, რომ მოქმედ წესებს იცავს და MiCA-ს ლიცენზიის მიღებაზე მუშაობს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე