გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ევროპა ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ცდილობს

მარიამ ქადარია17 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ევროპა ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ცდილობს

ამ კვირაში საფრანგეთი გლობალური ტექნოლოგიური დებატების ეპიცენტრშია, სადაც ევროპის მომავალზე მსჯელობენ. საფრანგეთში მიმდინარე G7-ის სამიტისა და VivaTech-ის კონფერენციის მთავარი თემა რეგიონის ტექნოლოგიური სუვერენიტეტია. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის Anthropic-ის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელებზე წვდომა შეზღუდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები საკუთარი ტექნოლოგიური ბაზის შექმნის აუცილებლობაზე კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ.

ევროპა ამჟამად დიდწილად ამერიკულ გიგანტებზეა (Google, OpenAI, Anthropic) დამოკიდებული, რომლებიც ლიდერობენ მონაცემთა შენახვისა და ონლაინ-სერვისების, ნახევარგამტარების (ჩიპების) წარმოებისა და კვლევების სფეროში. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება საკუთარი ციფრული ინსტრუმენტები, რათა უცხო სახელმწიფოებზე დამოკიდებული არ იყოს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ევროკომისია ხელოვნური ინტელექტის ულტრათანამედროვე საწარმოო ბაზებისა და ფართომასშტაბიანი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. გარდა ამისა, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივ წარმოებას წახალისებას და ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ევროპა ამერიკულ კონკურენტებს კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება, ხოლო ადგილობრივი ონლაინ-პლატფორმებისა და სერვერების გამოყენება ბიზნესისთვის, შესაძლოა, 40%-ით უფრო ძვირი აღმოჩნდეს. საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უცხოური ტექნოლოგიების სრული ჩანაცვლება, არამედ შექმნა ისეთი სტრატეგიისა, რომლის მეშვეობითაც ევროპა კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებზე სრულ კონტროლს შეინარჩუნებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება
საფონდო16 სექ. 20261 წთ კითხვა

Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება

ჩიპების მწარმოებელმა Altera-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. კომპანია IPO-თი $2 მილიარდზე მეტის მიღებას განიხილავს. ამ შემთხვევაში აღნიშნული ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახევარგამტარების სექტორის IPO იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Santos-მა LNG-ზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა
მაკრო16 სექ. 20261 წთ კითხვა

Santos-მა LNG-ზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა

ავსტრალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Santos-მა თხევად ბუნებრივ აირზე ორი გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა. ერთი მათგანი სამხრეთკორეულ POSCO Steel-თან LNG-ის გაყიდვას, მეორე კი კანადაში დაგეგმილი Ksi Lisims-ის პროექტიდან გაზის შეძენას ეხება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს
კრიპტო16 სექ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის სენატი კრიპტობაზრის ახალი წესების კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატში კრიპტობაზრის რეგულირების შესახებ CLARITY Act-მა განხილვის გასაგრძელებლად საჭირო 60 ხმა ვერ მოაგროვა. კანონპროექტს 50 სენატორმა დაუჭირა მხარი, 49-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე