გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროპაში ხორბლის ფასი შემცირდა

მარიამ ქადარია29 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ევროპაში ხორბლის ფასი შემცირდა

ევროპაში ხორბლის ფასი სამშაბათს შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აზოვის ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი გემების მოძრაობას კვლავ ზღუდავს, მოვაჭრეების შეფასებით, აღნიშნული ფაქტორის გავლენა ფასებზე უკვე ასახულია.

პარიზის Euronext-ის ბირჟაზე სექტემბრის მიწოდების ხორბლის ფასი 0.6%-ით შემცირდა და ერთ ტონაზე €228 შეადგინა.

რუსეთმა აზოვის ზღვაში ნაოსნობა მას შემდეგ შეზღუდა, რაც უკრაინულმა დრონებმა რამდენიმე რუსულ მარცვლეულის გადამზიდ გემს შეუტიეს. აღნიშნული მარშრუტით რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 25% ხორციელდება, რის გამოც ყურადღებით აკვირდებიან შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

ამასთან, ყურადღების ცენტრში იყო ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც, რადგან ელოდნენ, გაკეთდებოდა თუ არა განცხადება შავი ზღვით მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ.

შავი ზღვის რეგიონის ბაზრებზე სპეციალიზებული საკონსულტაციო კომპანია SovEcon-ის შეფასებით, აზოვის ზღვაში ნაოსნობა უახლოეს კვირებში სრულად ვერ აღდგება, თუმცა სეზონის მოგვიანებით ეტაპზე მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ
AI ტექნოლოგია27 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nvidia Meta-ში $3 მილიარდს ინვესტირებს - კომპანიები AI-პარტნიორობას აფართოებენ

Nvidia Meta-ს აქციების შეთავაზებაში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს და კომპანიასთან AI-პარტნიორობას აფართოებს. Meta-მ კაპიტალის მოზიდვის მოცულობა გაზარდა, რათა AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება და 2027 წლის დაფინანსების საჭიროებები უზრუნველყოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება
მაკრო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

ეგვიპტეში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. პროექტზე ნორვეგიული Scatec და სამი საერთაშორისო განვითარების ბანკი მუშაობენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს
საფონდო27 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management აბუ-დაბის Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე