გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ევროპული ენერგეტიკული სექტორის რეიტინგი შემცირდა

მარიამ ქადარია19 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ევროპული ენერგეტიკული სექტორის რეიტინგი შემცირდა

Morgan Stanley-ის შეფასებით, ევროპული ენერგოკომპანიების აქციების ზრდა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ბანკი მიიჩნევს, ნავთობის ფასი უახლოეს პერიოდში მკვეთრად, სავარაუდოდ, აღარ გაიზრდება. ამის გამო ბანკმა ევროპული ენერგოკომპანიების მიმართ შეფასება შეცვალა.

ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებაა, რომლის შედეგადაც ჰორმუზის სრუტეში ვითარება გარკვეულწილად დასტაბილურდა. ანალიტიკოსების აზრით, რეგიონში დაძაბულობის შემცირება ნავთობის მკვეთრი გაძვირების შანსს ამცირებს.

ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე დაახლოებით 77 დოლარი ღირს. Morgan Stanley ვარაუდობს, რომ უახლოეს წლებში ფასი 80 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება.

ბანკმა რამდენიმე მსხვილი ენერგოკომპანია საკუთარი რეკომენდებული აქციების სიიდან ამოიღო, მათ შორის TotalEnergies, Aker BP, Repsol, OMV, Tenaris და Neste.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე