გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

Geely Auto-ს დამფუძნებელი თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

ნუცა ტყეშელაშვილი17 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Geely Auto-ს დამფუძნებელი თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely Auto-მ ორშაბათს ხელმძღვანელობის მასშტაბური ცვლილება დააანონსა. კომპანიის დამფუძნებელი ერიკ ლი ჰონგ-კონგში დალისტული ავტომწარმოებლის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

კომპანიის საფონდო ბირჟისთვის გაგზავნილი განცხადების თანახმად, ან ცონგჰუი თავმჯდომარის პოსტს 2026 წლის 18 აგვისტოდან დაიკავებს.

ერიკ ლი, რომელიც Geely-მდე დაახლოებით 40 წლის წინ დააფუძნა, სიცოცხლის ბოლომდე საპატიო თავმჯდომარედ დაინიშნება და ამავდროულად გააგრძელებს Geely Holding Group-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას.

კომპანიამ ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა. გან ძიაიუე CEO-ს პოსტზე გუი შენგუეს შეცვლის, რომელიც, თავის მხრივ, ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე გადავა.

ამასთან, ლი დონგჰუი დენიელი 18 აგვისტოს ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

Geely ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, ხოლო ერიკ ლის ხელმძღვანელობით კომპანია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე