გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Google ჩინეთში Pixel-ის წარმოებას წყვეტს

მარიამ ქადარია18 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Google ჩინეთში Pixel-ის წარმოებას წყვეტს

Google-მა გადაწყვიტა, რომ 2027 წლისთვის ჩინეთში საკუთარი მოწყობილობების წარმოებას სრულად შეაჩერებს. საუბარია არა მხოლოდ Pixel-ის სმარტფონებზე, არამედ ჭკვიან საათებსა და უსადენო ყურსასმენებზეც. სამაგიეროდ, Google წარმოების ვიეტნამსა და ინდოეთში გადატანას გეგმავს.

მომავალი წლიდან Pixel-ის ყველა ახალი მოდელი ჩინეთის ფარგლებს გარეთ დამზადდება. გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო ვიეტნამში Pixel-ის მაღალი კლასის სმარტფონების წარმოების წარმატებულმა გამოცდილებამ, რის შემდეგაც Google-მა პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა.

Google Samsung Electronics-ის შემდეგ მეორე მსხვილი გლობალური კომპანიაა, რომელმაც ჩინეთიდან წარმოების გადატანა გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მეხსიერების ჩიპების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, Google წელს Pixel-ის გაყიდვების 8-10%-იან ზრდას პროგნოზირებს. გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 12 მილიონი სმარტფონი გაყიდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე