გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Google-მა ნახშირორჟანგის შემცირებაზე ყველაზე დიდი შეთანხმება გააფორმა

მარიამ ქადარია17 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Google-მა ნახშირორჟანგის შემცირებაზე ყველაზე დიდი შეთანხმება გააფორმა

Google-მა კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შეთანხმება გააფორმა, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცირებას ეხება. პროექტი ბრაზილიაში განხორციელდება და 2030 წლამდე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა 200,000 ტონით უნდა შემცირდეს. ხარჯებს Google დაფარავს.

პროექტს ბრაზილიური კომპანია Mombak განახორციელებს. კომპანია ამაზონის რეგიონში დაზიანებულ საძოვრებს ადგილობრივი სახეობის ხეებით აღადგენს. ხეების ზრდასთან ერთად ატმოსფეროდან ნახშირორჟანგი შეიწოვება.

Google გარიგების ფინანსურ პირობებს არ ასაჯაროებს. კომპანიის მიზანი მხოლოდ საკუთარი ემისიების კომპენსირება არ არის. Google იმედოვნებს, რომ ასეთი მასშტაბური შეკვეთები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცირების პროექტებს გააფართოებს და მათ ღირებულებასაც შეამცირებს.

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის გამო. AI სისტემების განვითარებას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, რის გამოც Google-ის ენერგომოხმარებაც იზრდება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე