გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Grab-ი Atome Financial-ის 60%-ს $1.49 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია16 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Grab-ი Atome Financial-ის 60%-ს $1.49 მილიარდად შეიძენს

Grab-ი Atome Financial-ის 60%-იან წილს $1.49 მილიარდად შეიძენს. გარიგების მიხედვით, Atome-ის ღირებულება 2-დან 4.5 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. დარჩენილი 40%-ის შეძენა დაახლოებით ორ წელიწადში იგეგმება, საბოლოო ფასი კი იმ დროისთვის კომპანიის შემოსავლებსა და მოგებაზე იქნება დამოკიდებული.

Atome მომხმარებლებს განვადებას, სამომხმარებლო სესხებსა და სხვა ციფრულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. მას საკუთარი განვადების სერვისი უკვე მალაიზიასა და სინგაპურშიც აქვს. Atome-ის შეძენით კი კომპანია ფილიპინებში, ინდონეზიასა და ტაილანდში გაფართოვდება. Grab-ს სამი ციფრული ბანკიც ეკუთვნის, რაც Atome-ს სესხების დაფინანსებას გაუმარტივებს და ხარჯებსაც შეუმცირებს.

Grab-მა 2028 წლის ფინანსური პროგნოზიც გააუმჯობესა და ამჟამად 1.7 მილიარდი დოლარის კორექტირებულ EBITDA-ს (მოგება პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გამოკლებამდე) ელოდება. Atome-ის შეძენის შემდეგ კომპანიის ფინანსური სერვისების საკრედიტო პორტფელი, სავარაუდოდ, 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. გარიგება, სავარაუდოდ, 2027 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე