გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Hyperliquid კრიპტობაზარზე ერთ-ერთ დიდ მოთამაშედ იქცა

მარიამ ქადარია18 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Hyperliquid კრიპტობაზარზე ერთ-ერთ დიდ მოთამაშედ იქცა

Hyperliquid კრიპტობაზარზე დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პლატფორმად ითვლება. პროექტი მცირე გუნდმა შექმნა, თუმცა მისი სავაჭრო მოცულობა უკვე ტრილიონობით დოლარს აღწევს.

Hyperliquid დეცენტრალიზებული კრიპტობირჟაა, რომელიც ძირითადად ფიუჩერსებით ვაჭრობაზეა ორიენტირებული. პროექტი 2020 წელს დაიწყო, ხოლო 2022 წელს, FTX-ის კრახის შემდეგ, მისი დამფუძნებლები მივიდნენ იდეამდე, შეექმნათ უფრო გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა. Hyperliquid-მა განვითარებისთვის ვენჩურული დაფინანსება არ აიღო და ზრდა საკუთარი რესურსებით გააგრძელა.

პლატფორმის პოპულარობა დაბალმა საკომისიოებმა, აქტივების ფართო არჩევანმა და მაღალი რისკის სავაჭრო შესაძლებლობებმა გაზარდა. 2023 წლიდან Hyperliquid-მა 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი მიიზიდა. მისი ტოკენი HYPE კი საბაზრო ღირებულებით უმსხვილეს კრიპტოვალუტებს შორის მოხვდა. ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2024 წლის ნოემბერში მომხმარებლებისთვის დარიგებულმა 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტოკენებმაც.

დღეს Hyperliquid მხოლოდ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას აღარ სთავაზობს მომხმარებლებს. პლატფორმაზე გაჩნდა საპროგნოზო ბაზრები და ისეთი აქტივები, რომლებიც ტრეიდერებს ნავთობის ფიუჩერსებზე ან ჯერ ბირჟაზე არგანთავსებული კომპანიების, მათ შორის SpaceX-ისა და OpenAI-ის, აქციებთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებზე ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

წარმატების მიუხედავად, პლატფორმას რისკებიც აქვს. Hyperliquid-ზე ყურადღება მიიქციეს როგორც ჰაკერებმა, ისე რეგულატორებმა. დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა ზედამხედველობის ორგანომ პლატფორმა შესაბამისი ნებართვის არქონის გამო გააფრთხილა.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე