Johnson & Johnson Ollin Biosciences-ს შეიძენს

Johnson & Johnson ტეხასურ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Ollin Biosciences-ს შეიძენს. თავდაპირველად კომპანია 2.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის, დამატებით, დაახლოებით 1.13 მილიარდი დოლარის გადახდა კი Ollin-ის წამლის კვლევისა და გაყიდვების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
Ollin-ის მთავარი პრეპარატი OLN324 თვალის ორი დაავადების სამკურნალოდ მუშავდება, რომლებიც დროთა განმავლობაში მხედველობის დაკარგვას იწვევს და მსოფლიოში 40 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს.
ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ OLN324-მა რამდენიმე მაჩვენებლით Roche-ის Vabysmo-ზე უკეთესი შედეგი აქვს, თუმცა პრეპარატმა ჯერ კლინიკური კვლევების საბოლოო ეტაპი უნდა გაიაროს.
კვლევების დაფინანსებაში Blackstone Life Sciences-იც ჩაერთვება და Johnson & Johnson-ს რამდენიმე წლის განმავლობაში 750 მილიონ დოლარს გამოუყოფს. თუ პრეპარატი წარმატებული აღმოჩნდება, Blackstone შემდგომი შემოსავლის ნაწილსაც მიიღებს.
Ollin-ის შეძენის დასრულება 2026 წლის ბოლომდე იგეგმება.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





