გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ახალგაზრდა პროგრამისტების დასაქმება მცირდება

მარიამ ქადარია12 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ახალგაზრდა პროგრამისტების დასაქმება მცირდება

ხელოვნური ინტელექტის გავრცელებამ ყველაზე მეტად კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ სპეციალისტებზე იმოქმედა. Stanford Digital Economy Lab-ისა და ADP-ის კვლევის მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში 22-დან 25 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 4.2 პროცენტით შემცირდა.

კვლევის მიხედვით, ცვლილება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ერთნაირად არ აისახება. დამწყები პროგრამისტების დასაქმება მცირდება, მაშინ როცა 30 წელს გადაცილებული, უფრო გამოცდილი სპეციალისტების რაოდენობა კვლავ იზრდება.

ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს არა მთლიანი პოზიციების, არამედ კონკრეტული ამოცანების დონეზე ანაცვლებს. შესაბამისად, AI პირველ რიგში იმ მარტივ, რუტინულ ფუნქციებს ითვისებს, რომლებსაც ტრადიციულად დამწყები კადრები ასრულებენ. საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში 30 წელს გადაცილებული და უფრო გამოცდილი დეველოპერების დასაქმების მაჩვენებელი კვლავ იზრდება.

სპეციალისტების განმარტებით, გამოსავალი არა პროფესიის შეცვლაში, არამედ კვალიფიკაციის სწრაფ ამაღლებაშია. მთავარი გამოწვევაა გადასვლა „ავტომატიზაციის“ საფეხურიდან (სადაც AI ადამიანს ანაცვლებს) „შესაძლებლობების ზრდის“ (augmentation) საფეხურზე, სადაც ტექნოლოგია სპეციალისტის დამხმარე ინსტრუმენტი ხდება. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოცდილ კოლეგებთან მუშაობა და უფრო კომპლექსური უნარების ათვისება, რომელთა ავტომატიზაციაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე