გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Marvell Lumentum-ს $115 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია3 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Marvell Lumentum-ს $115 მილიარდად შეიძენს

Marvell Technology ოპტიკური მოწყობილობების მწარმოებელ Lumentum-ს 115 მილიარდ დოლარად შეიძენს. გარიგების ღირებულებაში Lumentum-ის ვალიც შედის და ეს 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.

Lumentum მონაცემთა ცენტრებისთვის ლაზერებსა და სხვა მოწყობილობებს აწარმოებს, რომლებიც ჩიპებს შორის მონაცემების სწრაფ გადაცემას უზრუნველყოფს. ასეთი ტექნოლოგიების მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებასთან ერთად. Lumentum-ის შეძენით Marvell ამ ბაზარზე პოზიციებს გაიძლიერებს და Broadcom-ს უფრო აქტიურ კონკურენციას გაუწევს.

Lumentum-ის აქციონერები თითო აქციის სანაცვლოდ Marvell-ის 4.5 აქციას მიიღებენ, შეთავაზებული ფასი Lumentum-ის აქციების წინა საბირჟო ფასს 23.9%-ით აღემატება.

გარიგება 2028 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს და მარეგულირებლების თანხმობას საჭიროებს. განცხადების შემდეგ ორივე კომპანიის აქციები გაიაფდა, რადგან ინვესტორების ნაწილმა შესყიდვის ფასი ზედმეტად მაღალი მიიჩნია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე