გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Meta-მ ახალი აპლიკაცია Pocket გამოუშვა

მარიამ ქადარია3 ივლისი, 20261 წთ კითხვა
Meta-მ ახალი აპლიკაცია Pocket გამოუშვა

Meta-მ ახალი აპლიკაცია Pocket გამოუშვა, რომელიც მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ინტერაქციული თამაშებისა და ციფრული სცენების შექმნის საშუალებას აძლევს.

აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია: მომხმარებელი წერს, რა ტიპის თამაში ან მოძრავი ობიექტი სურს, ხოლო Pocket ამ აღწერის მიხედვით ქმნის შესაბამის კონტენტს. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია ტექსტურად მიუთითოს, რომ სურს პატარა თამაში მფრინავი პერსონაჟით, მუსიკით ან მოძრავი ელემენტებით და აპლიკაცია ამას ავტომატურად შექმნის.

Pocket-ში შექმნილ ასეთ პატარა ციფრულ ნამუშევრებს „gizmo-ები“ ეწოდება. ისინი შეიძლება რეაგირებდნენ ეკრანზე შეხებაზე, ტელეფონის დახრაზე, ხმაზე, მუსიკაზე ან კამერის გამოყენებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პატარა ინტერაქციული გამოცდილება, რომლის შექმნაც პროგრამირების ცოდნის გარეშე შეიძლება. აპლიკაციას სოციალური ქსელის ფორმატიც აქვს. მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი შექმნილი ნამუშევრები სხვებს გაუზიარონ და ასევე ნახონ, რას ქმნიან სხვა ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან.

Pocket ამ ეტაპზე Google Play Store-ში მხოლოდ შერჩეულ რეგიონებშია ხელმისაწვდომი. პროექტის განვითარებისთვის Meta-მ Atma Sciences Inc.-ის გუნდი შეიძინა. სწორედ ამ გუნდმა შექმნა მანამდე მსგავსი აპლიკაცია Gizmo. გარიგების ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ Meta-მ მიიღო როგორც გუნდი, ისე მათი ტექნოლოგიის გამოყენების უფლება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს
საფონდო1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

BMW-მ ბიზნესის გაძლიერების ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს
საფონდო1 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო
AI ტექნოლოგია1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ OpenAI-ს, Anthropic-სა და ხელოვნური ინტელექტის სხვა კომპანიების გამოძიება დაიწყო. მარეგულირებელს სურს დაადგინოს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან მომხმარებლებს დამოუკიდებლად მოქმედმა AI აგენტებმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე