გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ნავთობის გაიაფებამ საკრუიზო კომპანიების აქციები გააძვირა

მარიამ ქადარია4 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ნავთობის გაიაფებამ საკრუიზო კომპანიების აქციები გააძვირა

ნავთობის ფასების მკვეთრმა შემცირებამ Carnival-ისა და Royal Caribbean-ის აქციების ზრდას შეუწყო ხელი. საწვავი საკრუიზო კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ხარჯია, ამიტომ მისი გაიაფება მათ ფინანსურ შედეგებზე პირდაპირ აისახება.

WTI მარკის ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ბაზარზე აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მოლოდინი გაჩნდა. ნავთობის ბარელის ფასი 78.71 დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების პროგნოზებში დაახლოებით 90 დოლარი იყო გათვალისწინებული.

საწვავის ფასის შემცირებით ყველაზე მეტად Carnival-ი სარგებლობს, რადგან კომპანია ფასის წინასწარ ფიქსაციის მექანიზმს არ იყენებს. შესაბამისად, ნავთობზე ფასის ცვლილება მის ხარჯებზე თითქმის მყისიერად აისახება, თუმცა ბაზარზე არასტაბილურობის გამო, Carnival კვლავ შედარებით სარისკო კომპანიად რჩება.

Royal Caribbean-ს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა და უფრო მაღალი შემოსავლიანობა ახასიათებს, რის გამოც ანალიტიკოსები მას გრძელვადიანი ინვესტიციისთვის შედარებით სანდო არჩევანად მიიჩნევენ, თუმცა, ნავთობის ფასის შემცირებით მიღებული სარგებელი მის ფინანსურ შედეგებში უფრო ეტაპობრივად, თანდათანობით აისახება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი3 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. შედეგზეა დამოკიდებული, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რა წესები იმოქმედებს მომავალში ტექნოლოგიურ კომპანიებზე, სახელმწიფო ხარჯებსა და ბიუჯეტზე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ინგლისის ბანკი განაკვეთს სავარაუდოდ 4%-მდე გაზრდის

ინგლისის ბანკი ხუთშაბათს ძირითად საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 3.75%-დან 4%-მდე გაზრდის. ეს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი ზრდა იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა $81.3 მილიარდის მოკლევადიანი სესხები გასცა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს 541 მილიარდი იუანი, ანუ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი, ერთდღიანი სესხების სახით გამოუყო. ამავე დროს, ბანკმა საპროცენტო პოლიტიკაშიც ცვლილება შეიტანა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე