გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Nvidia ხელოვნური ინტელექტის პროექტებისთვის $500 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

მარიამ ქადარია17 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Nvidia ხელოვნური ინტელექტის პროექტებისთვის $500 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

კომპანია Nvidia ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 500 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციის მობილიზებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივა ექვს მსხვილ საინვესტიციო პარტნიორთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. ისინი ცალკე პლატფორმებს შექმნიან, რომელთა საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაში გრძელვადიანი ინვესტიციები განხორციელდება.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გეგმა კომპანიის აქციებისთვის დადებითი ფაქტორია. ახალი ინვესტიციები კომპანიას ზრდისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში დაეხმარება და შემოსავლის დამატებით წყაროებსაც შექმნის.

პარტნიორები თითოეულ პროექტზე გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე მიიღებენ, Nvidia კი საჭიროების შემთხვევაში ინვესტიციის 25%-მდე დაფინანსებაში ჩაერთვება.

ექსპერტთა ვარაუდით, შემოსავლების 35%-იანმა წილმა 2029 ფისკალური წლისთვის ერთ აქციაზე მოგება შესაძლოა 10%-ზე მეტით გაიზარდოს. Morgan Stanley გარკვეულ ფინანსურ რისკებზეც მიუთითებს, თუმცა Nvidia-ს კვლავ სექტორის მთავარ ფავორიტად ასახელებს. ბანკი აქციების სამიზნე ფასად 288 დოლარს განსაზღვრავს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 500 მილიარდი დოლარი ამ ეტაპზე მხოლოდ პოტენციურ ინვესტიციას წარმოადგენს და არა სრულად დადასტურებულ დაფინანსებას.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე