გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა

მარიამ ქადარია17 ივნისი, 20265 წთ კითხვა
Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა

Nvidia ხელოვნური ინტელექტის სფეროში მაღალი მოთხოვნის ფონზე ზრდას აგრძელებს. კომპანიის საბაზრო ღირებულება უკვე 5 ტრილიონ დოლარს აღწევს, ანალიტიკოსების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისი აქციების ფასი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

ზოგიერთი პროგნოზით, Nvidia-ს ერთი აქციის ფასი შესაძლოა 743 დოლარამდე გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში კომპანიის საერთო ღირებულება 15 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება, რაც ძალიან მაღალი ნიშნულია.

მთავარი მიზეზი Nvidia-ს ახალი ჩიპების პლატფორმა Vera Rubin-ია. ის უკვე წარმოების ეტაპზეა და უახლოეს თვეებში ბაზარზე უნდა გამოჩნდეს. პლატფორმა შექმნილია ხელოვნური ინტელექტის რთული სისტემებისთვის, რომლებსაც დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფი დამუშავება სჭირდებათ.

Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, 2027 წლისთვის Vera Rubin-სა და Grace Blackwell-ზე შეკვეთებმა შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. შედარებისთვის, ბოლო 12 თვეში კომპანიის შემოსავალი 253.5 მილიარდი დოლარი იყო.

ანალიტიკოსები მაინც აღნიშნავენ, რომ აქციის ფასის 700 დოლარზე მაღლა შენარჩუნება უახლოეს ერთ წელიწადში რთული იქნება, თუმცა გამოკითხული ანალიტიკოსების 94% Nvidia-ს აქციების შეძენას კვლავ დადებითად აფასებს, რადგან კომპანიის ახალი ჩიპები შემოსავლების ზრდის მთავარ წყაროდ მიიჩნევა.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე