გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

ოქრო გაიაფდა, ინვესტორები კი Fed-ის ოქმების გამოქვეყნებას ელიან

მარიამ ქადარია18 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ოქრო გაიაფდა, ინვესტორები კი Fed-ის ოქმების გამოქვეყნებას ელიან

სამშაბათის ოქროს ფასი შემცირდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა და ნავთობის გაძვირებაა. ამასთან, ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ივლისის სხდომის ოქმების გამოქვეყნებას ელიან, რათა უკეთ შეაფასონ, როგორ შეიცვლება საპროცენტო განაკვეთები მომდევნო პერიოდში.

ოქროს მიმდინარე საბაზრო ფასი (XAU/USD) 0.5%-ით შემცირდა და უნციაზე 4,395.78 დოლარი შეადგინა. ამავე დროს, გაიზარდა აშშ-ის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა, რაც ოქროზე ზეწოლას აძლიერებს. ვინაიდან ოქრო პროცენტულ შემოსავალს არ იძლევა, ობლიგაციების უფრო მაღალი შემოსავლიანობის პირობებში მისი ფლობა ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება.

ბაზარზე გავლენას ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობაც ახდენს. ირანსა და აშშ-ს შორის ვითარების გამწვავების ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა, რამაც ინფლაციის მოლოდინები კიდევ უფრო გააძლიერა.

ენერგომატარებლების გაძვირება ინფლაციის რისკებს ზრდის და აჩენს მოლოდინს, რომ Fed-მა შესაძლოა მაღალი საპროცენტო განაკვეთები უფრო დიდხანს შეინარჩუნოს.

ANZ-ის პროგნოზით, წლის ბოლომდე უნცია ოქროს ფასმა შესაძლოა 5,200 დოლარს მიაღწიოს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს რეზერვების ზრდა სახელდება. მაგალითად, ჩინეთმა აპრილში 8 ტონა ოქრო შეიძინა, რაც 2024 წლის ბოლოს შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს ფასისთვის ახლა მნიშვნელოვანი ზღვარი 4,500 დოლარია. თუ ფასი ამ მაჩვენებელს გადააჭარბებს, ზრდა შესაძლოა, გაგრძელდეს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე