გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Oracle-ის აქციები დაეცა მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა - ინვესტორებს ხარჯების ზრდა აშფოთებთ

ნუცა ტყეშელაშვილი11 ივნისი, 20265 წთ კითხვა
Oracle-ის აქციები დაეცა მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა - ინვესტორებს ხარჯების ზრდა აშფოთებთ

Oracle-ის აქციები დაეცა მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა - ინვესტორებს ხარჯების ზრდა აშფოთებთ

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Oracle-მა 2026 ფინანსური წლის მეოთხე კვარტალში ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა როგორც შემოსავლების, ისე მოგების მიმართულებით, თუმცა კომპანიის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში 10%-ზე მეტით დაეცა.

Oracle-მა კვარტალში ერთ აქციაზე 2.11 დოლარის კორექტირებული მოგება და 19.18 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, რაც ბაზრის პროგნოზებს აღემატებოდა. განსაკუთრებით ძლიერი იყო ღრუბლოვანი სერვისების მიმართულება — Cloud Services-ის შემოსავალი 46%-ით გაიზარდა და 9.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო Oracle Cloud Infrastructure-ის (OCI) შემოსავალი 92%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ინვესტორების ყურადღება კომპანიის მასშტაბურმა საინვესტიციო გეგმებმა მიიპყრო. Oracle-მა განაცხადა, რომ 2027 ფინანსურ წელს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოზიდვას გეგმავს ვალისა და აქციების გამოშვების გზით. ამასთან, კაპიტალური დანახარჯები შესაძლოა 95 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

კომპანია აქტიურად აფართოებს მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურას ხელოვნური ინტელექტის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ამ პროცესს ახლავს მაღალი ხარჯები და მოგების მარჟების შემცირების რისკი, რაც ბაზარზე ნეგატიურად შეფასდა.

Oracle-მა ასევე დაადასტურა, რომ 2027 ფინანსურ წელს 90 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას ელოდება და ერთ აქციაზე მოგების პროგნოზი 8.05 დოლარამდე გაზარდა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე