გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Paramount-მა Warner Bros. Discovery-ის შესაძენად $7.5-მილიარდიანი სესხის აღებისთვის მზადება დაიწყო

მარიამ ქადარია25 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Paramount-მა Warner Bros. Discovery-ის შესაძენად $7.5-მილიარდიანი სესხის აღებისთვის მზადება დაიწყო

Paramount Skydance-მა Warner Bros. Discovery-ის შესაძენად 7.5 მილიარდი დოლარის სესხის აღებისთვის მზადება დაიწყო. კომპანია 110-მილიარდიანი გარიგების დასაფინანსებლად სესხთან ერთად სხვა წყაროების გამოყენებასაც გეგმავს.

Paramount დამატებით დაახლოებით 44.4 მილიარდი დოლარის სესხის აღებას გეგმავს. კომპანია ამ თანხას, საკუთარ ფულსა და ინვესტორებისგან უკვე შეთანხმებულ დაფინანსებას Warner Bros. Discovery-ის შესაძენად და არსებული ვალის დასაფარად გამოიყენებს. გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის საერთო ვალი დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

რამდენიმე დღით ადრე Paramount-მა კალიფორნიასა და სხვა შტატებთან, ასევე ამერიკის სცენარისტთა გილდიასთან არსებული დავები მოაგვარა. ამის შემდეგ გარიგების დასრულებას აშშ-ში მთავარი სამართლებრივი დაბრკოლებები აღარ უშლის ხელს.

შეთანხმების მიხედვით, Paramount აშშ-ში ფილმების წარმოებას გაზრდის და CBS-ისა და CNN-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად სპეციალურ საბჭოს შექმნის. სანაცვლოდ, კომპანიას CNN-ისა და ცნობილი კინობრენდების გაყიდვა აღარ მოუწევს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები შერეულ დინამიკას აჩვენებს - ინფლაციის მონაცემები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

Nvidia-ს ხელმძღვანელობის გარშემო განვითარებული სკანდალი ტექნოლოგიურ სექტორზე ზეწოლას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები კვირის განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის მონაცემებსა და AI ინფრასტრუქტურის მსხვილი კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ელოდებიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი შემცირდა - ტრამპის განცხადებებმა ირანთან სამხედრო ესკალაციის შიში შეარბილა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების ალბათობის შესახებ ბაზარზე მოკლევადიანი დაძაბულობა შეამცირა. თუმცა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმები და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიში ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკს კვლავ ზრდის.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო9 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება

საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე