გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილების შემდეგ Apple აპლიკაციების მონაცემთა გამოყენების წესებს შეცვლის

ნუცა ტყეშელაშვილი17 აგვისტო, 20265 წთ კითხვა
გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილების შემდეგ Apple აპლიკაციების მონაცემთა გამოყენების წესებს შეცვლის

Apple iPhone-სა და iPad-ზე აპლიკაციების მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მიზნობრივი რეკლამისთვის გამოყენების წესებს შეცვლის. გადაწყვეტილება გერმანიის ფედერალურმა კარტელის უწყებამ ორშაბათს გამოაცხადა და ამით Apple-ის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

გერმანულმა მარეგულირებელმა დაადგინა, რომ Apple-ის App Tracking Transparency (ATT) სისტემა კომპანიის საკუთარ აპლიკაციებს მომხმარებლებისგან მონაცემების გამოყენებაზე თანხმობის მიღებისას მესამე მხარის დეველოპერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა, რაც კონკურენციის წესების შესაძლო დარღვევად შეფასდა.

გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარებიდან Apple-ს ცვლილებების განსახორციელებლად ოთხი თვე ექნება. ახალი ვალდებულებები შვიდი წლის განმავლობაში იმოქმედებს და მათი შესრულების მონიტორინგს სპეციალურად დანიშნული დამოუკიდებელი პირი განახორციელებს.

ახალი წესების მიხედვით, მესამე მხარის აპლიკაციებში თანხმობის მოთხოვნის ფანჯრები უნდა შეიცვალოს. მათში აღარ უნდა იყოს მომხმარებლისთვის უარის თქმისკენ წამახალისებელი ან დამაბრკოლებელი ტექსტი და სიმბოლოები. თანხმობის ფანჯრები როგორც ვიზუალურად, ისე ენობრივად ნეიტრალური უნდა გახდეს.

მესამე მხარის აპლიკაციების დეველოპერებს ასევე მეტი მოქნილობა მიეცემათ, რათა Apple-ის მიერ მოთხოვნილი თანხმობის პროცესი საკუთარი მონაცემთა დაცვის შესახებ თანხმობის მოთხოვნასთან გააერთიანონ.

Apple-ის განცხადებით, ცვლილებები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდება. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად, უკვე შეცვალა თანხმობის ფანჯრის ტექსტი და დიზაინი.

მესამე მხარის აპლიკაციების დეველოპერებისთვის, მათ შორის Meta Platforms-ისთვის, მომხმარებელთა მონაცემების ზუსტი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიზნობრივი რეკლამა, როგორც წესი, უფრო მაღალ შემოსავალს უზრუნველყოფს, ვიდრე ფართო აუდიტორიაზე გათვლილი სარეკლამო კამპანიები.

Apple-ის ATT სისტემა ევროპაში მანამდეც გამხდარა მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში. საფრანგეთმა Apple-ს €150 მილიონი, ხოლო იტალიამ €98.6 მილიონი დააკისრა ATT-ის წესებთან დაკავშირებით.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე