გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

რა მოცულობის ნავთობი ტოვებს რეალურად სპარსეთის ყურეს?

მარიამ ქადარია17 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
რა მოცულობის ნავთობი ტოვებს რეალურად სპარსეთის ყურეს?

ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანზიტის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, კრის რაიტის განცხადებით, სრუტიდან დღეში საშუალოდ 9 მილიონი ბარელი ნავთობი გადის, 8 აგვისტოს კი სპარსეთის ყურიდან გატანილმა მოცულობამ 20 მილიონ ბარელს გადააჭარბა.

Kpler-ის მონაცემებით, უშუალოდ ჰორმუზის სრუტიდან დღეში დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. კიდევ 7 მილიონამდე ბარელი რეგიონიდან მილსადენებითა და სხვა მარშრუტებით გადააქვთ.

სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ბევრი ტანკერი ადგილმდებარეობის გადამცემს თიშავს და მონიტორინგის სისტემებში დროებით აღარ ჩანს.

საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ომის დაწყების შემდეგ ნავთობის გლობალური მარაგები 1.5-1.9 მილიარდი ბარელით შემცირდა. რაც მეტი ნავთობი გადის რეგიონიდან, მით უფრო ნელა მცირდება არსებული მარაგები.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს
საფონდო1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს

BMW-მ ბიზნესის გაძლიერების ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს
საფონდო1 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს

Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო
AI ტექნოლოგია1 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის FTC-მ OpenAI-სა და Anthropic-ის გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ OpenAI-ს, Anthropic-სა და ხელოვნური ინტელექტის სხვა კომპანიების გამოძიება დაიწყო. მარეგულირებელს სურს დაადგინოს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან მომხმარებლებს დამოუკიდებლად მოქმედმა AI აგენტებმა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე